მომსახურება

 

მომსახურების ენა: ქართული და გერმანული

 

ამოსავალი პრინციპები: კომპეტენტურობა, თარგმანის სიზუსტე და სრულყოფილება, პუნქტუალურობა, მიუკერძოობლობა, აბსოლიტური დისკრეციულობა.

 

სიამოვნებით ვითვალისწინებ თქვენს მოთხოვნებს, მიზნებს და რჩევებს  ჩემი უფლებამოსილებისა და კანონის ფარგლებში.

 

 

მომსახურების  სფეროები:

სამართალი, პოლიტიკა, ეკონომიკა, მედიცინა, ტექნიკა, ინფორმატიკა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ხელოვნება, კულტურა, ლიტერატურა და ა.შ.

 

მომსახურების სახე:

 

ზეპირი თარგმანი

  • მომსახურება ადვოკატთან, წინასწარ პატიმრობაში მყოფ ბრალდებულთან, ნოტარიუსთან, ხელშეკრულების პარტნიორთან, ექიმთან, ფსიქოლოგთან, ფსიქოთერაპევტთან ვიზიტის, მმაჩის ბიუროში ხელის მოწერის დროს და ა. შ.
  • თანმიმდევრული თარგმანი
  • სინქრონული თარგმანი (სინქრონული კითხვა და სინქრონული თარგმანი სმენით)
  • ფურცლიდან თარგმანი
  • ჩურჩულით თარგმანი (სინქრონული თარგმანის ერთ-ერთი სახე, რომლის დროსაც ხდება სათარგმნი ტექსტის ხმადაბლა,
    მხოლოდ დამკვეთისათვის გასაგებ ტონალობაზე გახმოვანება)
  • სასამართლო თარგმანი
  • საკონფერენციო თარგმანი
  • საქმიანი მოლაპარაკების დროს თარგმანი
  • მედიური თარგმანი
  • ვიდეოთარგმანი

 

წერითი თარგმანი:

  • ყველანაირი საბუთის,ლიტერატურული ტექსტის, სცენარის სწრაფი თარგმნა
  • ამონარიდი ტექსტის თარგმნა
  • რეფერატული თარგმანი

 

თარგმნილ ტექსტთა შემოწმება/შესწორება

 

სპეციალურ თემებზე მასალების მოძიება

 

თარგმანთა დამოწმება

 

აპოსტილისთვის თარგმანი უნდა აიკინძოს ან ორიგინალზე, ან ნოტარიუსის/სასამართლოს მიერ ორიგინალის დამოწმებულ ასლზე

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დამიკავშირდით ვებ-გვერდზე მითითებულ საკონტაქტო კოორდინატებზე

 

თარგმანი სრულდება ხარისხის გარანტიით, შესაბამისი ISO-სტანდარტების დაცვით.