საყოველთაოდ ნაფიცი და სასამართლოს მიერ სერტიფიცირებული
ქართული ენის თარჯიმანი ავსტრიაში, მთარგმნელი და გერმანისტი –

დოქტ. თეა ჩაფიძე-მორგენროთი

 

 გთავაზობთ ქართულ და გერმანულ ენებზე ზეპირ და წერით თარგმანს, თარგმანთა დამოწმებას, მოკვლევის წარმოებას, ვიზიტებზე ტრანსლატორულ გაცილებას.
თარგმანი სრულდება ხარისხის გარანტიით, შესაბამისი ISO-სტანდარტების და ვადების დაცვით.


სამუშაო ეთიკაზე დაყრდნობით არსებით მნიშვნელობას ვანიჭებ კვალიფიკაციის პერმანენტულ ამაღლებას და კლიენტთა თანამედროვე პროფესიული სტანდარტების შესაბამისად მომსახურებას. პროფესიონალიზმი ჩემთვის ენობრივი, ტრანსლატორული და კულტურული კომპეტენციის გარდა, მაქსიმალურ დატვირთვისუნარიანობას, ნეიტრალურობას, ფლექსიბელურობასა და დისკრეციულობასთან ასოცირდება.


დღევანდელი გლობალიზაციის ეპოქაში, გამჭირვალე საზღვრებისა და გამარტივებული გადაადგილების გათვალისწინებით, აუცილებელია საკუთარი უფლებების ცოდნა: ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის (მუხლები: 5 (2), 6 (3ა)), ავსტრიისა  და საქართველოს კანონმდებლობის თანახმად ((§38ა, §220 (3) სსსკ); (მუხლი 17 (2) სსსკ)), პროცესის მონაწილეთა უფლებაა, მათთვის გასაგებ ენაზე მიიღონ სწორი ინფორმაცია. ამ კონტექსტში გადამწყვეტია თარგმანის აბსოლიტური სიზუსტე და თარჯიმანის კვალიფიკაცია. ტიტული - საყოველთაოდ ნაფიცი - პროფესიონალიზმის ინდიკატორი და მაღალი დონის გარანტია.


დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ზემოთ აღნიშნული რუბრიკები ან დამიკავშირდით შემდეგ კოორდინატებზე:

                                                                    

ბიუროს მისამართი:

Bennoplatz 4 / 1 / 19

1080 Wien (ვენა) 

Österreich (ავსტრია)

მობილ.: +43 (0) 699/81 669 586
ტელ. /ფაქსი: 0043 1/904 94 43

ელ.ფოსტა: tea.chapidze@yahoo.de

www.dolmetscher-georgisch.at