ავსტრია

 

ავსტრია განეკუთვნება შენგენის ხელშეკრულების ხელმომწერ  ქვეყანებს. ის მდებარეობს ცენტრალურ ევროპაში და მისი ფართობი მოიცავს

83 870 კმ²-ს. მოსახლეობის რიცხვით – 8 400 000 ადამიანი, იგი საქართველოს თითქმის ორჯერ აღემატება.
ავსტრია დაყოფილია ცხრა ადმინისტრაციულ რეგიონად: ვენა, ქვემო ავსტრია, ბურგენლანდი, შტაიერმარკი, ზემო ავსტრია, ზალცბურგი, ტიროლი, კერნტენი, ფორარლბერგი. მათგან ყველაზე მჭიდროდ დასახლებულია ვენა: დაახლოებით 1,7 მილ. ადამიანი, ფართობით კი უდიდესია შტაიერმარკი - 16 390 კმ².
ცხოვრების დონით ვენა (ციურიხის შემდგომ) მეორე ადგილს იკავებს ევროპის მეტროპოლიათა შორის.

ავსტრიის მოსახლეობის 73, 6% კათოლიკური აღმსარებლობის მიმდევარია. მოსხლეობა მულტიეთნიკურია. უცხოელთა უდიდეს ჯგუფს წარმოადგენენ სერბები, ბოსნიელები და თურქები, რომლებიც მეორე მსოფლოი ომის შემდგომ, ავსტრიის საგარეო პოლიტიკის საფუძველზე, მუშა-ხელის სტატუსით შემოვიდნენ და სამუდამოდ დარჩნენ ქვეყანაში.

 

ავსტრიის სახელმწიფო ენა არის გერმანული.

 

1918 წელს ავსტრია რესპუბლიკად გამოცხადდა. 2004 წლის 8 ივლისიდან სახელმწიფოს პრეზიდენტია  ჰაინც ფიშერი. 2008 წლის

2 დეკემბრიდან ფედერალური კანცლერის თანამდებობა უჭირავს ვერნერ ფაიმანს. ის ხელმძღვანელობს ავსტრიის სოციალურ-დემოკრატიულ პარტიას.

 

საგარეო პოლიტიკაში ქვეყანა ნეიტრალიტეტის პოზიციას  იცავს. მან 1995 წელს ხელი მოაწერა ხელშეკრულებას მუდმივი ნეიტრალიტეტის შესახებ. ამავე წელს გაწევრიანდა ავსტრია გაეროსა და ევრკოავშირში, რითაც მან განიმტკიცა უსაფრთხოების გარანტიები და უზრუნველყო ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარება.

 

ავსტრიის კონსტიტუციაში ჩადებულია ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლების დაცვა, სიტყვის, აზრის, რწმენის თავისუფლება. კონსტიტუცია კრძალვს სასჯელის უმაღლეს ზომას - ადამიანის სიკვდილით დასჯას.

 

ავსტრიული სისხლის სამართალი “Strafrecht”-ის ტერმინითაა ცნობილი, რაც ქართულად, ევროპის უმეტესი ქვეყნების ანალოგიურად, დასჯით სამართალს ნიშნავს. ქართულში დამკვიდრებული სიტყვა “სისხლი” (“სისხლის სამართალი”) წარმართულ სისხლის აღების ტრადიციას უკავშირდება. ივანე ჯავახიშვილის მიხედვით დამნაშავეს  ძველ ქართულში, “რაკი სჯული, კანონი და წესი ... უცთომელი და სამართლიანი მოქმედების ზღვარად” იყო მიჩნეული, “გარდამავალი”, დანაშაულს კი “გარდამავლობითი მოქმედება” ეწოდებოდა.

 

ავსტრიაში სასამრთლო, სისხლის სამართლის სფეროში, ორ საფეხურადაა ორგანიზებული. სამოქალოქო საპროცესო კოდექსი კი სამ საფეხურიან მართლმსაჯულებას ითვალსიწინებს, ანუ აპელაციის შემდგომ დაშვებულია კასაცია.

პროკურატურა დამოუკიდებელია და ისევე როგორც სასამართლო ხელისუფლება, შედის იუსტიციის სამინისტროს ქვემდებარეობაში. პოლიცია- უსაფრთხოების, კრიმინალური, უცხოელთა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ექვემდებარება.

 

ავსტრიის კანონმდებლობაში ხშირად გვხვდება ქართული მართლმსაჯულებისთვის სრულიად უცხო ფენომენი (მაგ: Schöffengericht – სასამართლო შემადგენლობა

2 პროფესიონალი მოსამართლის და 2 არაპროფესიონალის მონაწილეობით), ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი (მაშინ როცა საქართველოში მის შემოღების პროექტს განიხილავენ, ავსტრია, ეკონომიკური ფაქტორის გათვალისწინებით, მის მნიშვნელოვნად შეზღუდვას გეგმავს).
ასევე განსხვავებულია ძალის გადანაწილება - კომპეტენციის ფარგლები და სასჯელის ზომა. რაც შეეხება დელიქტებს და სამართლებრივ საშუალებებს, ჩემი დაკვირვებით, ავსტრიულ სამართალში ადგილი აქვს მათ უფრო სეპარირებულ კლასიფიკაციას.

 

ავსტრია-საქართველოს შორის ურთიერთობები, სამწუხაროდ, ნაკლებადაა განვითარებული. საგანმანათლებლო სპექტრით აღსანიშნავია თბილისში ავსტრიის ბიბლიოთეკის, ვენის უნივერსიტეტის გერმანისტიკის ფაკულტეტისა (DaF) და ავსტრიის (ენის) ინსტიტუტის საქმიანობა.
საგარეო ეკონომიკურ სფეროში ორივე ქვეყნის მთავრობის დონეზე ხელი მოეწერა შემდეგ ბილატერალურ ხელშეკრულებებს:

 

1994 წელი, ვენა: სავაჭრო ხელშეკრულება,
1997 წელი, ვენა: საჰაერო მიმოსვლა,
2001 წელი, თბილისი: ინვესტიციათა დაცვა,
2005 წელი, ვენა: შემოსავლისა და ქონების ორმაგი დაბეგვრისგან დაცვა,
2006 წელი, ვენა: საჰაერო მიმოსვლა.

 

ვენაში 2007 წელს დაარსდა ქართული სათვისტომო, ქართული ეკლესია და „სკოლა“. 

 

თბილისში ფუნქციონირებს:

ავსტრიის რესპუბლიკის საპატიო საკონსულო (ვიზის გაცემის კომპეტენციის გარეშე):

აბაშიძის ქ. 46ა,
ტელ: (+995 32) 25-02-99
ფაქსი: (+995 32) 77-32-17

 

საქართველის საკონსულო:

Marokkanergasse 16
1030 Wien
ტელ: (+43) 01/710 36 11
ფაქსი: (+43) 01/71036 10

 

საქართველოს ავიახაზები ავსტრიაში:

Parkring 12 a
1010 Wien
ტელ: (+43) 12 147877
ფაქსი: (+43) 12183080